საქართველოს ექვსი მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა
სპეც რეისი უნგრეთიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გვიან ღამით დაეშვა. მათ აეროპორტში ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქაბულში რჩება საქართველოს კიდევ 16 მოქალაქე, მათი სწრაფი ევაკუაციისთვის, ქართული მხარე აქტიურად მუშაობს
