ვითარება ავღანეთში
მსოფლიო ქაბულში განვითარებულ ქაოტურ მდგომარეობას აკვირდება. ადგილობრივი მოსახლეობა თალიბანის მმართველობას გაურბის. ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში პანიკასა და სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ავღანეთის დედაქალაქში დაიხურა დიპლომატიური მისიები, ევაკუირებულია ამერიკის საელჩოს პერსონალი.
