ლონდონში ფილმის „მოგონება“ პრემიერა გაიმართა
ლონდონში მართალია პირბადეებით, მაგრამ რეჟისორ ლიზა ჯოის ფილმის „მოგონება“ პრემიერა გაიმართა. კინო-თეატრში შემოქმედებითი ჯგუფის წევრებისთვის ლურჯი ხალიჩაც გაიშალა. მოქმედება მაიამიში, ახლო მომავალში ვითარდება, რომელიც გლობალური დათბობის გამო წყლის ქვეშაა მოქცეული. მთავარი გმირის როლი ჰოლივუდის ვარსკვლავის ჰიუ ჯეკმანისთვის სპეციალურად დაიწერა.