პოლიტიკური რეიტინგები
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აფასებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რეიტინგები რეალურია და ზუსტად ასახავს საზოგადოების იმ განწყობას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. უმრავლესობისგან განსხვავებით კი, ოპოზიცია შედეგებს არ ენდობა. კვლევა საერთაშორისო ორგანიზაცია „გორბიმ“ ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი ინტერვიუს წესით, 1953 ადამიანი გამოიკითხა.
