დღეიდან რეგულაციები გამკაცრდა
დღეიდან რეგულაციები გამკაცრდა. პირბადის ტარება სავალდებულო გახდა ღია სივრცეში ყველგან, სადაც ხუთი და მეტი ადამიანი იკრიბება. სხვადასხვა სოციალური ღონისძიების მასპინძლობისთვის, კვების ობიექტებს და სარიტუალო დარბაზებს დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ობიექტები დაილუქება.
