ანულირებული შეთანხმება - პრეზიდენტის განცხადება
„ 19 აპრილის დოკუმენტის ანულირებაზე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, დოკუმენტის მიზნები ამოწურული არ არის“ - განაცხადა, გუშინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიციაც. მან განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმომწერმა პარტიებმა, საკუთარი მარგინალიზაცია მოახდინეს.
