ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია
27 წლის ქართველმა ძალოსანმა სამივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და თავისი სამი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. მან ორჭიდის ჯამში 488 კილოგრამი დააფიქსირა და ჩვენი ქვეყნის ოლიმპიურ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
