ვინ როგორ აფასებს, ათონელის სასახლეში გამართულ ბრიფინგს
19 აპრილის შეთანხმება ბოლომდე, ოპოზიციური პარტიების დესტრუქციულობის გამო ვერ შესრულდა - ეს მმართველი გუნდის შეფასებაა, რომელიც პრეზიდენტის კრიტიკას ეხმაურება. ქართული ოცნებისთვის ზურაბიშვილის პოზიცია გასაგებია, თუმცა დოკუმენტის შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობას გუნდი მთლიანად ოპონენტებს აკისრებს
