არჩევნები 2021
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს შედგება. თარიღი პრეზიდენტმა დანიშნა და პრემიერმა დაამოწმა. წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციები და შეზღუდვები დღეიდან ძალაშია. მათ შორის ის აკრძალვები, რასაც 28 ივნისს დამტკიცებული საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებს. ეს ცვლილებები შარლ მიშელის დოკუმენტიდან მმართველი გუნდის მიერ შესრულებული ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია, რომელიც ოპოზიციის უმეტესობის მოლოდინითაც საარჩევნო სპეკულაციებს დაასრულებს.
