IRI-ს კვლევა პოლიტიკური პარტიების ნაწილში კვლავ უნდობლობას იწვევს
კონკრეტულად კი არ ენდობიან ადგილზე კვლევის ჩამტარებელ ორგანიზაციას. მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ საველე სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაცია ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირშია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველაზე მთავარი კვლევა არის არჩევნების დღე. ორგანიზაციამ მონაცემები გუშინ გამოაქვეყნა. ქართულ ოცნებას – 26%-იანი მხარდაჭერა აქვს, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ – 14%-ით; მესამეზე კი გიორგი გახარიას პარტიაა, რომელსაც ცხრა პროცენტი აქვს
