თურქეთი სტიქიას ებრძვის
ხანძრის სრულად ლოკალიზება-ჩაქრობას უკვე მეექვსე დღეა ვერ ახერხებენ თურქეთში, სადაც სხვადასხვა ქვეყანამ დასახმარებლად სპეცტექნიკა და მაშველებიც გაგზავნა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა, თურქული მედია აქტიურად განიხილავს განზრახ ცეცხლის გაჩენის ვერსიასაც. სტიქიის პირისპირ არიან დარჩენილი იტალიისა და საბერძნეთის რამდენიმე რეგიონშიც.
