ქვეყნის მასშტაბით იმუნიზაციის დამატებითი ცენტერები გაიხსნება
ამ გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ვირუსის დამარცხების ერთადერთი გზა იმუნიზაციაა. ამასთან მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები არ განიხილება , რადგან ეკონომიკა კიდევ ერთ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს.
