სახელმწიფოს კუთვნილი 6 მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს
მცხეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს კუთვნილი 6 მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. ამ მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება 2 მილიონ ლარს აღემატება. გამოძიება გრძელდება სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
