ღარიბაშვილი-ერდოღანის სატელეფონო საუბარი
საქართველოს პრემიერ მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა . თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო, ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მხარდაჭერა აღუთქვა. ერდოღანმა თქვა, რომ ასეთ სიტუაციებში თურქეთ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ისაუბრეს რეგიონულ სატრანსპორტო და ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებთან დაკავშირებით.
