ეპიდემიოლოგების შეფასებით, საქართველო მეოთხე ფაზაშია
ვითარების განმუხტვის ყველაზე ეფექტიან გზად კი ისევ ვაქცინაცია რჩება. ბოლო 24 საათში 14 ათასზე მეტი მოქალაქე აიცრა. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი უნდა იყოს აცრილი. არსებობს რეკომენდაცია, რომ ნებისმიერ შეკრებას ორჯერ აცრილები, ან გატესტილები შევუერთდეთ. დღიური სტატისტიკა ისევ რთულია, დადებითი სიგნალია ის, რომ მცირეწლოვან პაციენტთა უმეტესობის მდგომარეობა მსუბუქია. ფაიზერის დამატებითი დოზები კი უკვე ხვალ გვექნება.
