სტიქიის შედეგები სვანეთში
რთული ვითარებაა კვლავ სვანეთში. მესტიაში, ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილია რამდენიმე სოფელი. საუბარია დაახლოებით 30-მდე ოჯახზე. პრობლემები გადაუღებელმა წვიმამ შექმნა. ამ დროისთვის მესტია-უშგულის მიმართულებით საგზაო მოძრაობა აღდგენილია.
