ვაქცინაცია - საპატრიარქოს პოზიცია
ადამიანს თავისუფალი არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს - ეს ვაქცინაციის თემაზე საპატრიარქოს პოზიციაა. დღეს სასულიერო პირებმა მოქალაქეებს სინოდის ბოლო სხდომის განჩინება კიდევ ერთხელ შეახსენეს და თქვეს, რომ ეკლესია მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს სრულად ენდობა. სასულიერო პირები ქრონიკასთან განმარტავენ, რომ მრევლს, რომელსაც აცრა გაკეთებული აქვს, ან არ აქვს, სტატუსი არ შეეცვლება.
