არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა იწყება
ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ყველა საერთაშორისო პარტნიორის, თუ დამკვირვებლის, დასკვნის თუ ანგარიშის საწინააღმდეგოდ გაყალბებაზე საუბრობდა, კომისიის ანგარიშს წაუკითხავად უცხადებს უნდობლობას. „ქართული ოცნება“ კი მოითხოვს პასუხს კითხვაზე- რა არის ტყუილი 100 გვერდიან ანგარიშში- რომლის მომზადებას 16 სხდომა, ყველაზე პრობლემური 20 უბნის შედეგების გადათვლა და კომისიების წევრებთან გასაუბრება დასჭირდა.
