საქართველოს ისტორიაში პირველად, მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, ასევე კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
ამის შესახებ პრემიერი-მინისტრი საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა რეგიონის მასშტაბით. დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მართვის გამოცდილების გაზიარებას, სტუმრების დაინტერესებას და მათი რაოდენობის ზრდას. ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში
