ლექსო ლაშქარავას შესახებ „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს
ლექსო ლაშქარავას შესახებ „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ინფორმაცია, თითქოს გარდაცვლილი ბიუროში ერთი საათის და 15-ი წუთის დაგვიანებით მიასვენეს, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ექსპერტიზის ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული, ლაშქარავას ცხედარი სპეციალიზებულ ავტომანქანაში დაახლოებით, 11 საათზე მოათავსეს, ბიუროში კი რამდენიმე წუთში მიასვენეს, რაც, ბიუროს ცნობითვე, როგორც კამერის ჩანაწერებით, ასევე შესაბამისი ოქმითაც დადასტურებულია
