თვითმმართველობის არჩევნები
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგია ისევ დასაზუსტებელია. ჯერჯერობით მხოლოდ ის გამოჩნდა, რომ გირჩებად და ევროპელებად დაშლილი ნაციონალური მოძრაობა ამ ოქტომბერს სხვა ფორმით, მაგრამ ძალას ძველ სამეულში ცდის. მათ რჩეულებს მხარს არავინ უჭერს პარლამენტში. იქ მყოფი ოპოზიციის ნაწილი კანდიდატებზე უარს ამბობს, ნაწილი მესამე ძალად დაჯგუფებას ჯერ უშედეგოდ ცდილობს. ეს მხოლოდ თბილისში ხდება. სადაც მოქმედი მერი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საქმის კეთებას მეორე ვადითაც აპირებს
