2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა. შედეგები, რომელიც ყველა პარტნიორმა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა, ოპოზიციისთვის იყო მიუღებელი. პოლიტიკურ განცხადებებს მიღმა არც არგუმენტები ჰქონიათ და არც მტკიცებულებები. ამის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა იმ შედეგების მოკვლევა დაიწყო, რომელიც არავის აეჭვებდა, ოპოზიციის გარდა. ოპონენტები პროცესის ფინალსაც კი არ დასწრებიან. არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნები და რეკომენდაციები უკვე დაამტკიცა. დღევანდელ სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ 3 წარმომადგენელი ესწრებოდა. აქედან ორი - მოხსენების მოსმენის ნაცვლად, მხატვრულ ლიტერატურას კითხულობდა. საგამოძიებო კომისიამ კი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის, ასევე საუბნო და საარჩევნო კომისიის წევრთა კომპეტენციის ამაღლების აუცილებლობაც დაასკვნა
