არჩევნები არ გაყალბებულა
2020 წლის არჩევნების შემსწავლელი კომისიის არგუმენტირებული შეფასებით, არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციის ბრალდება არ იყო სწორი და გაყალბების დასაბუთება ვერ იქნა მოძიებული - პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა და დადგენილების პროექტიც მიიღო. კომისიამ, საპარლამენტო არჩევნებში არსებითი ხარვეზები ვერ აღმოაჩინა, იგულისხმება ისეთი დარღვევები რომლებიც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას მოახდენდა. დღესვე საკითხი რიგგარეშე სხდომაზე გავიდა, რომელიც ამ წუთებში კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. მხდომას, ოპოზიციიდან, მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი ესწრება, მათი დიდი ნაწილი კი განხილვაში მონაწილეობას არ იღებს
