„ქართული ოცნება“ ეთიკის ქარტიას მოუწოდებს, დაუსაბუთებელ ბრალდებებზე განმარტება გააკეთოს
„ქართული ოცნება“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისგან განმარტებებს ელის. მიზეზი ის განცხადებაა, რომლითაც ორგანიზაციამ თბილისის მერობის კანდიდატის გამოსვლა დაგმო. ქარტიას მიაჩნია, რომ კახა კალაძემ მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა. მმართველი პარტია კი, კანდიდატის ციტატებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ეს ცილისწამებაა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
