მიმართვა ეთიკის საბჭოში
ბიუროს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება გამოწვია ოპოზიციის კიდევ ერთმა მოთხოვნამ. ისინი შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას დასჯას ითხოვენ. საუბარია 18 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც უმრავლესობა და ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მაგიდაზე ასული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი ირაკლი ზარქუამ ჩამოიყვანა, ხოლო თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის ადგილისკენ მიემართებოდა და ის შალვა პაპუაშვილმა გააჩერა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ამით ეთიკის ნორმები დაირღვა