ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი წინანდლის ამფითეატრში გაიმართა
მომღერალს როიალთან აკომპანირებას მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი უწევდა. საღამოს სპეციალური სტუმარი მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი იყო. ნანი ბრეგვაძის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტების სერია წინანდლის შემდეგ ბათუმში გაიმართება. დასკვნითი კონცერტი კი შემოდგომაზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება
