ბათუმის ბულვარში 55 წლის მამაკაცი მოკლეს
შემთხვევა კაფე "ვივა ლათინოში" მოხდა. გარდაცვლილი ამავე ობიექტის დაცვის თანამშრომელი იყო. თვითმხილველების ინფორმაციით მას სასიკვდილო ჭრილობა დანით ერთ-ერთმა სტუმარმა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, უცნობია. ფაქტზე გამოძიება დაიწყო
