კახა კალაძის კანდიდატურა
კახა კალაძე ოპოზიციისთვის ნამდვილ თავსატეხად იქცა. „ქართული ოცნება“ მას მეორედ ენდო. ყველა დროის საუკეთესო მერი- ასე წარადგინა თბილისისთვის უკვე კარგად ნაცნობი კანდიდატი გუნდმა, რომელმაც მისგან საჯარო მადლობა მიიღო ნდობისთვის, ყველა გადაწყვეტილების მხარდაჭერისა და წარმატებაში დახმარებისთვის.
