ქართული ეკონომიკის პოზიტიური პროგნოზი მსოფლიო სავალუტო ფონდისგან
ქართული ეკონომიკის პოზიტიური პროგნოზი მსოფლიო სავალუტო ფონდისგან. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის შეფასებაში ნათქვამია, რომ „საქართველოში ეკონომიკის აღდგენა შთამბეჭდავი ტემპით მიმდინარეობს“. წელს ქვეყნის ეკონომიკა 7-ი მთელი 7 მეათედი პროცენტით გაიზრდება. იმისათვის, რომ საქართველომ აღნიშნული ტემპი შეინარჩუნოს, პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი განკარგულებები უკვე გასცა. დღეს კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეკონომიკისთვის, მთავარი რისკი პანდემიაა და ამ რისკის შესამცირებლად ერთადერთი გზა ვაქცინაციაა
