„ასოცირებული ტრიოს“ გზა ევროპისკენ
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა - ახალი პლატფორმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის - ეს ბათუმში გამართული მნიშვნელოვანი კონფერენციის შედეგია. რეგიონის სამი ქვეყანა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საერთო სტრატეგიასა და ღირებულებებზე შეთანხმდა. ეს დეკლარაციის მიღებითაც დადასტურდა. პეტრას ციხეში ხელმოწერილი დოკუმენტი ასოცირებული ტრიოსთვის ახალი შესაძლებლობების დასაწყისია, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოების განმტკიცებას და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას მოიცავს. ამას ქრონიკასთან საუბარში უკრაინელი და მოლდოველი ექსპერტებიც ადასტურებენ
