კოვიდგავრცელების რუკაზე საქართველომ ისევ წითელ ზონაში გადაინაცვლა
ეპიდემიოლოგები საგანგაშო ნიშნულზე საუბრობენ და მოსახლეობას ვითარების სწორად აღქმას სთხოვენ. რეგულაციების მოხსნის ფონზე, წესების უგულებელყოფამ ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რეკორდულად გაზარდა. ფაქტობრივად, დომინანტი ხდება ე.წ. ინდური შტამი, რასაც სამწუხაროდ, ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა
