უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით პროცედურები, საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელიც საქართველოში, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს ეხება, პოლიტიკური დიალოგის მონაწილეები, ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან.
