მეუფე თეოდორეს განცხადება
“ლექსოზე პასუხი უნდა აგოს მთელმა საზოგადოებამ, თქვენ გგონიათ თქვენ თავისუფალი ხართ? - არ ხართ თქვენ თავისუფალი, არც ჩვენ ვართ თავისუფალი" - ეს განცხადება ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მმართველმა, მეუფე თეოდორემ ზუგდიდში გააკეთა, რომელიც სხვადასხვა ეპარქიის მეუფეებთან ერთად ვლაქერნობის დღესასწაულს ესწრებოდა.
