ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ
ზუგდიდში, ვლაქერნობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, სამღვდელოებამ და მრევლმა დადიანების მუზეუმიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი და წმინდანების ნაწილები მსვლელობით, ივერიის მშენებარე საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს.
