ზაზა გახელაძის ერთწლიანი უკანონო პატიმრობა დასრულდა
მისი გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა ოჯახისთვის. ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული გახელაძე ოჯახში პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა მიიყვანა. ოჯახმა გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა პატრიარქს, პრემიერს და მთავრობას გადაუხადა.
