ხელისუფლება გახელაძის უკანონო ტყვეობის დასრულებას ეხმიანება
მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გახელაძის გათავისუფლების პროცესში, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, ხელისუფლების ყველა შტო იყო ჩართული. მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. მადლობა პატრიარქს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, სუს-ის ხელმძღვანელობას და შინაგან საქმეთა მინისტრს - აცხადებენ ქართული ოცნების წევრები.
