კორონავირუსის მეოთხე ტალღა და ინფიცირების მზარდი დინამიკა
მოხსნილი შეზღუდვებისა და ზაფხულის სეზონის პარალელურად ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ მკაცრად დაიცვან წესები წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში ეპიდ ვითარება გართულდეს. ამასთან დელტა შტამის გავლენა უკვე სტატისტიკაზეც აისახა . ახალი შემთხვევების ნაწილი სწორედ აღნიშნულ შტამს უკავშირდება. მზარდია ინფიცირების დინამიკა და დადებითობის დღიური მაჩვენებელიც.
