ამ დროისათვის პარლამენტში ვითარება, რომელიც უკიდურესად დაძაბული იყო, განმუხტულია
სანამ რიგგარეშე სესია დაიწყებოდა, დეპუტატები ერთმანეთს, როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს, თუმცა პროცესში მანდატურის სამსახური ჩაერთო და სიტუაციის განმუხტვა მოახერხა
