ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს
საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. მან ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი ჩამოაბრძანა.