ვახტანგ გომელაურის განცხადება
5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მძიმე მოვლენების შემდეგ მთავრობის წარმომადგენლები მედიაზე ძალადობას გმობენ , თუმცა ამ დრომდე მედიის მხრიდან შინაგან საქმეთა მინისტრთან მთავარ კითხვად რჩება რატომ ვერ დაიცვა პოლიციამ იმავე მედია მოძალადეებისგან. ამ კითხვას დღეს კიდევ ერთხელ უპასუხა ვახტანგ გომელაურმა და განმარტა შსს - ს მიერ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები .