კოვიდ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, პირველად საქართველოში, ვირუსით გამოწვეული მძიმე გართულებებით სამი ჩვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ახალშობილებს ციციშვილის კლინიკაში, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობენ. სპეციალისტები ორ მათგანს ეგრეთ წოდებულ ინდურ შტამზე იკვლევენ. ქვეყანაში დელტა ვარიანტის 52-ი შემთხვევაა გამოვლენილი, სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიურ მატებას სწორედ ვირუსის ამ ფორმას უკავშირებენ.
