ახალციხის კლინიკა „იმედიდან“ ორი თანამშრომელი, რეანიმატოლოგი და ექიმი გაათავისუფლეს
ეს ის კლინიკაა, სადაც ვაქცინაციის შემდეგ, გარკვული გართულებებით ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. უკავშირდება თუ არა მათი სამსახურიდან დათხოვნა ამ ფაქტს, დაზუსტებით უცნობია, რადგან სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ ისინი შინაგანაწესის არაერთხელ დარღვევის გამო გაუშვეს. დღესვე ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. თამარ გაბუნიას განცხადებით, პროცედურული გადაცდომების გამო, ორი ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება, სავარაუდოდ, მეგი ბაქრაძის საქმეს უკავშირდება.
