ორი არასამთავრობო ორგანიზაცია „რიონის მცველებს“ გაემიჯნა
მიზეზი ვარლამ გოლეთიანისა და მისი მომხრეების თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე, თბილისში ჩამოსვლაა. მწვანე ალტერნატივა და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანჰეისის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ, თუმცა არა გოლეთიანთან ერთად. ისინი „რიონის მცველებთან“ კომუნიკაციას წყვეტენ. თავად გოლეთიანი ვრცელი კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები