მედიაზე თავდასხმის ბრალდებით დღეს კიდევ 5 ადამიანი დააკავეს, 4 კი პატიმრობა შეუფარდეს
მათ შორის არის ე.წ. სკუტერის ეპიზოდის მონაწილე. ბრალს არც ერთი არ აღიარებს. ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ ლგბტ თემის ღონისძიება მათთვის მიუღებელია და პრაიდის კონტრაქციაზე იმყოფებოდნენ. ჟურნალისტებზე თავდასხმა, დევნა, ჯგუფური ძალადობა, თბილისი-პრაიდის ოფისის და პატრულის მანქანის დაზიანება- შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობის ყველა ფაქტს სწავლობს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
