მთავრობა და ეკლესია 5 და 6 ივლისს თბილისში მომხდარს გმობენ და იკვლევენ
შსს-მ სისხლის სამართლის 17 საქმე აღძრა. უწყების ხელმძღვანელი, საპატრულო პოლიციის უფროსთან ერთად, პრეზიდენტს შეხვდა. ვახტანგ გომელაურის გარდა, ორბელიანების სასახლეში პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიოც იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრიარქოს მისამართით ბოლო დღეებში განსაკუთრებულად ბევრი კითხვაც დაისვა და ბრალდებაც გაისმა. პრეზიდენტმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია ორივე მხრიდან მიიღო. მედიასთან კი მხოლოდ ვახტანგ გომელაური გამოჩნდა. მინისტრმა ძალადობა დაგმო, მათ შორის და განსაკუთრებით, ჟურნალისტებზე თავდასხმა
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
