დედაქალაქის მერი, მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობას უცხადებს
მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. კალაძემ ინფრაქტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მათ შორის აღინიშნა რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდება. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციისთვის კი დაახლოებით 34 მილიონი ლარი გამოიყოფა. საუბარი შეეხო სატრანსპორტო პოლიტიკას, წლის ბოლოდან ყვითელი მიკრო ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება.
