პრემიერ-მინისტრის განცხადება
მომხდარი შესაძლოა, მტრულად განწყობილი ქვეყნის ან ზოგიერთი დესტრუქციული ოპოზიციონერის ინტერესში შედიოდეს - ასე ფიქრობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეისთან პრესკონფერენციაზე, პოლიციის პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და განმარტა, რომ მოქალაქეებს, რომლებიც თბილისის ქუჩებში ძალადობდნენ, არაფერი აქვთ საერთო არც ეკლესიასთან და არც მთავრობასთან.
