აქციაზე დაკავებულები
პარლამენტის წინ გამართული აქციის საწინააღმდეგოდ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. ნათქვამია შსს განცხადებაში . უწყების ცნობით პირველი კლასიკური გიმნაზიისა და ქაშუეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო. სამართალდამცველებმა , ადმინისტრაციული წესით დააკავეს 100 ადამიანი . მათგან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში.
