შსს ძალადობის ფაქტებს სწავლობს
მოძალადე ჯგუფის წარმომადგენლები კიდევ ერთ ჟურნალისტს უკვე გაუსწორდნენ. გუშინ იდენტიფიცირებული მოქალაქეები კი დაკავებულები არიან. 3 ბრალდებულიდან ორი წარსულში ნასამართლევია. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აგრესიის შედეგად, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის „იმედის“ ჟურნალისტი დიტო ყირიმლიშვილი და ოპერატორი შოთა კერვალიშვილი. ჩვენი კოლეგების ნაწილი ამ დრომდე კლინიკებშია. ზოგიერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამ დრომდე გრძელდება გამოკითხვა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
