რუსთაველის გამზირზე ვითარება ისევ დაძაბულია
პარლამენტის წინ რვა საათზე მდუმარე აქციაა დაანონსებული, პარალელურად, დაიგეგმა შეკრება ქაშვეთის ეკლესიასთან. პარლამენტთან დაპირისპირება ისევ გამოიწვიეს აგრესიით გამორჩეულმა ჯგუფებმა; მათ, ვინც გუშინდელ ძალადობაში მონაწილეობდნენ. მობილიზებულია პოლიცია. შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს- არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, აფრთხილებს ორივე შეკრების ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ პროტესტმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
